უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ერთობლივი ბრიგადის შექმნის იდეით გამოვიდნენ

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ წამოაყენა ინიციატივა უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ერთობლივი სამხედრო ბრიგადის შექმნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, ანდრეი პარუბის სურს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმხრივი ასამბლეის პირველი სხდომა გაიმართოს კიევში და მასზე განიხილონ ერთობლივი ბრიგადის შექმნის იდეა. უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე 2 მარტს მონაწილეობდა პარლამენტთაშორის კონფერენციაში “საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“. ეს ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. “თავად ფორმატი და ფაქტი, ასეთი ერთობლივი სამხედრო ფორმირების, არის ძალიან დადებითი მოვლენა და ვფიქრობ, ეს გამოცდილება შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენს სამმხრივ თანამშრომლობაშიც“, – განაცხადა უკრაინის რადის თავმჯდომარემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *