“ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ექსპერტიზის შედეგებთან ერთად გადაეცემა”

“ოსმა სამართალდამცავებმა მოსკოვში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ბიომასალები ექსპერტიზაზე გააგზავნეს”.

ამის შესახებ რუსული მედია წერს. ე.წ.  სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელის, მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართული ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დაუსაბუთებელ ვერსიებს ავრცელებს. 

მისი თქმით, ტატუნაშვილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და ამ საკითხის პოლიტიზირება მოახდინა, რაც საერთაშორისო დონის ყურადღების ცენტრში მოექცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *