ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 840 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა.

ეს მონაცემები “პიუს კვლევითი ცენტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინტერაქტიური რუკა, რომელიც მასალას ახლავს, აჩვენებს, რომ საქართველოდან წასული ყველაზე მეტი – 450 ათასამდე მიგრანტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს; 80 000 – საბერძნეთში, 70 000 – უკრაინაში, 50 000 – აზერბაიჯანში, 40 000 – სომხეთში, 30 000 – ამერიკაში, 20 000 – გერმანიაში. 20 000 – კვიპროსზე, იტალიაში კი დაახლოებით 10 000 ქართველი მიგრანტია.

ამავე მონაცემებით, 10 000-ზე ნაკლები და 1000-ზე მეტი მიგრანტია ამ დროისთვის ისრაელში, ესპანეთში, ბელორუსში, თურქეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ბელგიაში, ესტონეთში, შვედეთში, ლატვიაში, პორტუგალიასა და ჩეხეთში.

მასალას ამერიკის ხმა აქვეყნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *