მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ – შს მინისტრი ბიძინა ივანიშვილთან კავშირებზე საუბრობს

Civil.ge-მ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ერთ-ერთი საკითხი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” დამფუძნებელ, საქართველოს ყოფილ პრემიერ, ბიზნესმენ, ბიძინა ივანიშვილთან კავშირებს ეხებოდა.

_ხმები დადის, რომ მოსკოვში ყოფნის დროს თქვენ ივანიშვილთან მუშაობდით. მართალია?

არ არის მართალი. მას პირველად 2013 წელს შევხვდი, როდესაც ბიზნესომბუდსმენად დავინიშნე. ივანიშვილი [მაშინ] პრემიერ-მინისტრი იყო და მან სტანდარტული პროცედურის გავლის შემდეგ დამნიშნა. ჩემთვის, იმ დროს, ამ პოზიციაზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობა იყო. რუსეთში სწავლის შემდეგ, გერმანიაში ვმუშაობდი, ლუფთჰანზაში, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. გარკვეული სირთულეებიც მქონდა ქართულ ენასთან დაკავშირებით და ჩემი ქართულის გასაუმჯობესებლად გარკვეული მომზადებაც დამჭირდა. ივანიშვილთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა, როდესაც ბიზნესომბუდსმენად ვმუშაობდი. მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *