მედიის ცნობით, თეა წულუკიანი შესაძლოა, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს

თეა წულუკიანი შესაძლოა, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. ამის შესახებ “კურიერი” წყაროზე დაყრდნობით იუწყება. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თემაზე კომენტარს აკეთებენ. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ როგორც ქალ, ასევე კაც კანდიდატებს ექნებათ შანსი, დასახელდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებად.

“კანდიდატურა, რომელსაც “ქართული ოცნება” დაასახელებს, იქნება საუკეთესო”,-განაცხადა თალაკვაძემ კურიერთან და აღნიშნა, რომ კონკრეტულ კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *