ვინ მიულოცა პუტინს გამარჯვება – ლიდერთა სია

ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს ტაჯიკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის და მოლდოვას პრეზიდენტებმა, ემომალი რაჰმონმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, ილჰამ ალიევმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და იგორ დოდონმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს დასავლეთის სახელმწიფოთა მეთაურებმაც. სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, 19 მარტს ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, მიულოცეს, თუ არა პუტინს გამარჯვება აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ლიდერებმა. პრესმდივნის თქმით, დასავლეთის ქვეყნებისგან არის მილოცვები და უახლოეს ხანში გამოაქვეყნებენ საერთო ინფორმაციას. ამასთან, პესკოვმა კონკრეტული სახელმწიფოები არ დაასახელა.

რადიო თავისუფლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *