ჩიხში ვართ, გამოსავალი არ ჩანს – პრემიერის სპეცწარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობებზე

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთთან ურთიერთობების თემაზე გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” ისაუბრა.

“ჩვენ ჩიხში ვართ ახლა, მოჯადოებულ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს”-განაცხადა აბაშიძემ.

მან ოკუპირებულ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის თემაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

“თუ ამას (დიალოგს) რუსეთი ხელს არ შეუშლის, ეს მისასალმებელი იქნება. მაგრამ რუსეთის პოზიციის გარეშე, ხომ შეუძლებელია, ამან რაიმე შედეგი გამოიღოს”,-განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *