ბრიტანული ჯგუფის Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი საქართველოში კონცერტს გამართავს

ლედ ზეპელინის სოლისტი რობერტ ენტონი პლანტი საქართველოში ჩამოდის. კონცერტი “შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის” ფარგლებშია დაგეგმილი.

ჯგუფის წარმომადგენელი, ცნობილი მუსიკოსი, რობერტ პლანტი კონცერტს ბათუმში, ჩოგბურთის კორტებზე 19 ივლისს გამართავს. შავი ზღვის ჯაზფესტივალი 2018 წლის 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება.

ინგლისური როკ-ჯგუფი “ლედ ზეპელინი” 1968 წლის სექტემბერში შეიქმნა. ჯგუფის წევრები იყვნენ გიტარისტი ჯიმი პეიჯი, ვოკალისტი რობერტ პლანტი, კლავიშისტი ჯონ პოლ ჯოუნსი და დრამერი ჯონ ბონემი.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *