რას ეუბნებოდნენ ტრამპს მრჩევლები პუტინთან დარეკვამდე – სატელეფონო საუბრის დეტალები

ამერიკის ელჩმა რუსეთში, ჯონ ჰანტსმენმა იმ სატელეფონო ზარზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შედგა. დონალდ ტრამპის მხრიდან პუტინისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას ბევრი კრიტიკა მოჰყვა.

ამ ზარმა გააკვირვა ტრამპის მრჩევლები, რომლებიც როგორც ჩანს ურჩევდნენ მას, თავი შეეკავებინა კომპლიმენტებისგან. მეორე მხრივ კი ამ მილოცვამ მოსკოვს აფიქრებინა, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა, არ შეერთებოდა ოცამდე ქვეყნის კოორდინირებულ კამპანიას – ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის ბრალდების გამო დიპლომატების გაძევების კოორდინირებულ ქმედებებს.”

“ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, კითხვაზე: როგორია და რა ეტაპზეა რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, ჰანტსმენმა უპასუხა, რომ დონალდ ტრამპის სტრატეგია რუსეთის მიმართ თანმიმდევრულია.

“შემიძლია გითხრათ, რომ რამდენადაც მე განმიხილავს და მისაუბრია ამერიკის პრეზიდენტთან, როდესაც მან მე ამ პოზიციის დაკავება მთხოვა, მას შემდეგ ის იყო ძალიან თანმიმდევრული რუსეთის მიმართ, იმაში, რომ სურს ცოცხალი და აქტიური დიალოგი შეინარჩუნოს”, – განაცხადა ჰანტსმენმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *