პუტინის ვიზიტი თურქეთში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3-4 აპრილს თურქეთში ვიზიტს გეგმავს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი გაუძღვებიან სესიას, რომელიც ორიენტირებული იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხზებზე. მოგვიანებით, იმავე დღეს, თურქეთის სამხრეთით, ქალაქ მერსინის რაიონში პუტინი დაესწრება “აკუიუს“ ელექსტროსადგურის “ინოვაციურ ცერემონიას”.

ასევე, პუტინი მონაწილეობას მიიღებს რუსეთ-თურქეთის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. 4 აპრილს, უკვე სირიაში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის მონაწილეობით.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *