რიგი ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ, თურქეთის პრეზიდენტი პუტინს მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3-4 აპრილს თურქეთს ეწვევა. ის მონაწილეობას მიიღებს რუსეთ-თურქეთის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი გაუძღვებიან სესიას, რომელიც ორიენტირებული იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხზებზე. მოგვიანებით, იმავე დღეს, თურქეთის სამხრეთით, ქალაქ მერსინის რაიონში პუტინი დაესწრება “აკუიუს“ ელექსტროსადგურის “ინოვაციურ ცერემონიას”.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.  მას მოჰყვა ამერიკის გადაწყვეტილება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა.

უკრაინა ქვეყნიდან 13 რუს დიპლომატს აძევებს. 4-ს კანადა, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი. 3-ს – ჩეხეთი, ლიტვა, დანია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი და ალბანეთი. 1 რუსი წარმომადგენელი გააძევა ესტონეთმა, ნორვეგიამ, ხორვატიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, რუმინეთმა, შვედეთმა და საქართველომ.

რუსეთმა 30 მარტს ქვეყნიდან გააძევა იმ სახელმწიფოების დიპლომატები, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლისადმი პროტესტის ნიშნად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთისა და ესტონეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაიბარეს და ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლები გააძევეს ქვეყნიდან.

“იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეურთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას მათთან მიმართებაში საპასუხო ნაბიჯები გადადგას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის პოზიცია აქამეც იყო ცნობილი, როდესაც NATO-ს წევრი სახელმწიფო მთვარობამ 28 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანა არ აპირებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის კვალს გაჰყვეს.

“იმიტომ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი მხოლოდ ბრალდების საფუძველზე გადადგა, ჩვენ ანალოგიურად არ უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *