ლავროვის ცინიკური პასუხი დიდ ბრიტანეთს და მის პარტნიორებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დიდ ბრიტანეთს და მის დასავლელ პარტნიორებს ბავშვებით თამაშში ადანაშაულებს.

მან ქვეყნებს ყველა ნორმის უპატივცემულობაში, ტყუილსა და დეზინფორმაციაში დასდო ბრალი.

“მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა და შემდეგ რამდენიმე ქვეყანამ, რომელიც ბრმად გაჰყვა მათ, ყველა მიღებული ნორმა დაარღვიეს – როგორც ცივი ომის დროს. ჩვენ არ გვინდა ბავშვებით თამაში, მაგრამ ჩვენი პარტნიორები ამას აკეთებენ. ბავშვობაში ვამბობდით, ვინც დაიწყო, მან უნდა დაასრულოს”.

დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.  მას მოჰყვა ამერიკის გადაწყვეტილება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა.

უკრაინა ქვეყნიდან 13 რუს დიპლომატს აძევებს. 4-ს კანადა, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი. 3-ს – ჩეხეთი, ლიტვა, დანია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი და ალბანეთი. 1 რუსი წარმომადგენელი გააძევა ესტონეთმა, ნორვეგიამ, ხორვატიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, რუმინეთმა, შვედეთმა და საქართველომ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *