მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ

ოკუპირებული ოჩამჩირიდან ორი თვის წინ გატაცებული თურქეთის მოქალაქის სელიმ კაიას გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა სელიმ კაიას მამაზე, ბიზნესმენ იაკუპ კაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული თევზმჭერი სეინერის კაპიტანი 48 წლის სელიმ კაია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერით იყო დაკავებული, 9 თებერვალს საღამოს გაიტაცეს. კაია ოჩამჩირის ცენტრიდან პორტში ავტომობილით ადგილობრივ მკვიდრს გიორგი ფაჩულიას მიჰყავდა.

მათ გზა ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გადაუღობა, მძღოლი ძალის გამოყენებით ადგილზე ჩამოაგდეს, თურქეთის მოქალაქე კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მეორე დღეს, დაცხრილულ BMW-ს ბესლახუბასთან ახლოს მიაგნეს, ეს სოფელი ოჩამჩირიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული.

წყარო – ამერიკის ხმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *