კრემლის პოლიტიკური კლანები ერთმანეთის წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტი შემდეგ თვემდე უნდა დააკომპლექტოს. მიმომხილველების თქმით, იკვეთება ნიშნები, რომ პუტინის ახლო მოკავშირე და დიდი ხნის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, შესაძლოა, ხელისუფლებას ჩამოცილდეს.

მედვედევის ერთ-ერთი ახლო ოლიგარქი, ზიავუდინ მაგომედოვი სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვის ბრალდებით არის  დაკავებული. მას ბრალი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, კალინინგრადში, სტადიონის მშენებლობის და ენერგო პროექტებიდან ფინანსების გაფლანგვაში ედება.

მოსკოვში მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ მაგნატის დაკავება შესაძლოა პუტინის თანხმობის გარეშე მოხდა. იანვარში, მაგომედოვი, რომლის ქონებასაც გამოცემა “ფორბსი“ 1.4 მილიარდ დოლარად აფასებს, ამერიკის ადმინისტრაციის სიაში მოვხდა, სადაც იმ თანამდებობის პირებზე იყო საუბარი, რომლებიც პრეზიდენტ პუტინთან და მის ახლოს წრესთან არიან კავშირში. მაგომედოვი არა მხოლოდ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მოკავშირე, არამედ ასევე პრემიერ-მინისტრის მოადგილე არკადი დვორკოვიჩთან დაახლოებული პირია.

მაგომედოვი შაბათს ძმასთან მაგომედ მაგომედოვთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანი ლეფორტოვოში გადაიყვანეს, შენობაში რომელიც “KGB“-ს დაქვემდებარებაში იყო.

პუტინის მეოთხე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, რომელიც ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, შესაძლოა ,მისი უკანასკნელი ვადა იყოს, პოლიტიკურ წმენდაში ბევრი მაღალი დონის პირი შესაძლოა მოჰყვეს.

მარტის არჩევნებამდე, ბევრი უკვე საუბრობდა იმაზე, შეცვლიდა თუ არა პუტინი კონსტიტუციას, რათა 6 წლის თავზე კიდევ ერთხელ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.

კრემლის შიგნით “ამერიკის ხმის” წყარო ამბობს, რომ პუტინს ჯერ თავად არ მიუღია გადაწყვეტილება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ ხელისუფლებისთვის ერთმანეთს სხვადასხვა კლანი ებრძვის. ისინი ორ ნაწილად “ძალოვნებად“ და “ტექნოკრატებად“ იყოფიან.

ამასთან, კრემლთან დაახლოებული წრის შვილები და ახალი თაობა მნიშვნელოვან როლებს უმიზნებს. “განსხვავებები უფრო კომპლექსურია ვიდრე დამკვირვებლები ფიქრობენ“, – ამბობს წყარო, რომელიც ელცინის და პუტინის ადმინისტრაციებში მუშაობდა.

ამერიკის ხმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *