თურქეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მოკლეს

თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე (გია კუტაისსკი) მოკლეს. მისი თანხლები პირი კი, რომლის ვინაობაც ამ დროისთვის დადგენილი არ არის, დაიჭრა. ინფორმაციას რუსული გამოცემა “პრაიმ კრაიმი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ანტალიაში მოხდა. ზვიადაძეს დაპირისპირება ჰქონდა ნოდარ ასოიანთან, რომელიც ნოდარ რუსტავსკის სახელით არის ცნობილი. მათი დაპირისპირება როსტოვში გავლენების სფეროების გადანაწილებას უკავშირდებოდა. იგივე დაპირისპირებას უკავშირებენ გასული წლის დეკემბერში კიდევ ერთ კრიმინალურ ავტრიტეტზე, გოჩა ალფაიძეზე (ალფასონი) თავდასხმას.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *