არ მესმის, რას აპროტესტებს “იუვენტუსი”, პენალტი იყო – რონალდუ

არ მესმის, რას აპროტესტებს “იუვენტუსი”, პენალტი იყო, უკნიდან დაეჯახა და თუ პენალტს არ მისცემდნენ, ისედაც გოლი იქნებოდა”,-რონალდუმ ეს განცხადება მატჩის შემდეგ გააკეთა.

“გულისცემა გაიზარდა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე, ვიცოდი, რომ გადამწყვეტი მომენტი ჩემს ხელში იყო, ბოლომდე უნდა იბრძოლო”, – თქვა რონალდუმ.

იუვენტუსი” “რეალს” მადრიდში ამარცხებდა, როდესაც ბოლო წუთზე მსაჯმა პენალტი დანიშნა, ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების გამო ბუფონი მოედნიდან გააძევა. შეცვლაზე შესულმა მეკარემ კი გუნდი ვერ იხსნა და რონალდუს გოლით, რეალი გავიდა ნახევარფინალში.

მატჩის პირველი ტაიმი სამით ნოლი მოიგო იუვენტუსმა. ორი გოლი მანჯუკიჩის ანგარიშზეა, მესამე- მატუიდის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *