“ჟანგბადის ბალონები არ იყო ადგილზე,კაცი მოკლეს” – რა მოხდა “პეგასუსის” თვითმფრინავში, თბილისი-სტამბოლის რეისზე 

დღეს გამთენიისას პეგასუსის თვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით რეისს ასრულებდა, როდესაც 29 წლის კაცს წინასწარი ინფორმაციით, გული გაუჩერდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ექიმებმა ადგილზე მისვლა დააგვიანეს და არც ჟანგბადის ბალონები იყო ადგილზე.

პეგასუსი წარმომადგენელი: დაიკეტა თუ არა კარი, თვითმფრინავი უკან შემობრუნდა. გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ვერ უშველეს. გული გაუჩერდა. რეაგირება დროულად მოხდა, თუმცა დახმარება ვერ შეძლეს.

ექიმი: “საჰაერო ხომალდზე შესვლისას კაცი უგონო მდგომარეობაში იწვა, არ ისინჯებოდა წნევა, პულსი არ ესინჯებოდა.

თვითმხილველი: 30 წუთის დაგვიანებით მოვიდა სასწრაფო დახმარება. მანამდე ვინც იყო ადგილზე, ცდილობდნენ პირველადი დახმარების აღმოჩენას. თვითმფრინავის უკან დაბრუნების გადაწყვეტილებაც მალე მიიღეს.

1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *