კონცერტზე შეკრებილ 60, 000 კაცში დაკავებული ეჭვმიტანილი – “ჭკვიანმა კამერამ” ძებნილი “შოკში ჩააგდო”

ჩინეთის პოლიციამ სახის ამოცნობის უნიკალური ტექნოლოგია გამოიყენა და დააკავა კაცი, რომელიც კონცერტის 60,000 დამსწრეთა შორის იყო.

ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პოპვარსკვლავის კონცერტს ესწრებოდა, როდესაც პოლიციამ დააკავა.

პოლიციის განცხადებით, 31 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც “ეკონომიკური დანაშაულისთვის” იძებნებოდა, შოკში იყო როდესაც დაიჭირეს.
ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება კამერამ კონცერტის ჩატარების ადგილზე, შესასვლელში მოახდინა, პოლიციამ კი უკვე კონცერტზე შესვლის შემდეგ დააკავა.

ჩინეთს ქვეყნის მასშტაბით 170 მლნ კამერა აქვს განლაგებული და კიდევ ასეთი 400 მლნ-ის განლაგებას აპირებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. კამერების უმრავლესობა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, სახის ამოცნობის ტექნოლოგიის ჩათვლით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *