დამატებითი ბარიერები უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის – რა დოკუმენტები იქნება საჭირო

პარლამენტის კანცელარიაში უკვე დარეგისტრირდა უმრავლესობის 8 დეპუტატის ხელმოწერით მეორე საკანონმდებლო ინიციატივაც. პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს 3-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუ ის მოქალაქეს უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანს ან უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისას დახმარებას გაუწევს”.

რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მმართველი გუნდის კანონპროექტს ბიუროს სხდომა უკვე დარეგისტრირდა.

ხელისუფლება საქართველოდან შენგენის ზონაში გასვლაზე შეზღუდვებს აწესებს. დოკუმენტის მიხედვით, ქართველ მესაზღვრეს უფლება ექნება, მოქალაქე ევროკავშირის ზონაში არ შეუშვას. კანონით განისაზღვრება იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც მგზავრს საზღვრის კვეთის დროს თან უნდა ჰქონდეს, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციაში მესაზღვრე ხარვეზს იპოვის, მოქალაქეს ქვეყნის დატოვების უფლებას არ მისცემს. ოპოზიციაში შიშობენ, რომ კანონს მმართველ პარტია პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებს.

1 Comment

  1. nachinaetsa , imitomaw ase dabogmilebi sxeda mesazgvreebi, rom prichinebi akamdis ar hkondat , da s zavistiy ykyrebdnen mgzavrebs romlebiw , midian nesmotria na ekonomicheskyiy trydnosti v gryziy , edyt otduxati za graniwy kak iz avlabara na rystaveli, exla eknebat ypleba ikaipon anda gamoartvan makyti v vide vziatki

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *