მეორედ მოსვლა – რას წერს საერთაშორისო მედია ივანიშვილზე

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში ბრუნდება; ქართველი მილიარდერი მმართველ პარტიას ჩაუდგება სათავეში; ივანიშვილი ქართული პოლიტიკის წინა ხაზზე ბრუნდება; მეორედ მოსვლა – ეს იმ სათაურების ჩამონათვალია, რომელსაც საერთაშორისო მედია საქართველოს ყოფილი პრემიერის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უძღვნის.

ბრიტანული სააგენტო “როიტერი” წერს, რომ ყოფილმა პრემიერმა, უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნდეს პოლიტიკაში და უხელმძღვანელოს მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას”, რის შესახებაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ივანიშვილის კოალიცია ქართულმა ოცნებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა ექს-პრეზიდენტ, “ვარდების რევოლუციის” ლიდერ, მიხეილ სააკაშვილის პარტია. მოგვიანებით, კოალიცია გაიყო, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” 2016 წლის არჩევნებიც მოიგო, განამტკიცა მმართველი პარტიის სტატუსი, პოსტსაბჭოთა, 3,7 მლნ-იან ქვეყანაში. ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან წავიდა, მაგრამ მას ხშირად აკრიტიკებდნენ არაფორმალურ მმართველობის გამო”-წერს “როიტერი”. ამავე წყაროს სტატიაში აღნიშნუალია, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება პარტიის წევრებს შორის დაპირისპირების ფონზე მიიღეს.

გარდა ამისა, საერთაშორისო მედია ივანიშვილის მიერ 2015 წელს გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, რომლის თანახმად, ის ამბობს, რომ თუ პოლიტიკაში დაბრუნების განსაკუთრებული საჭიროება არ დადგა და “რამე უბედურება არ მოხდა”, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მეორედ მოსვლას დაემსგავსებოდა.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *