ნინო ბურჯანაძე გიორგი კვირიკაშვილს ესაუბრა – რა უთხრა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა პრემიერს

“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მის ბლოკში შემავალი ერთი პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ უკანონოდ გრიგოლ ჯოჯუას გადაეცა. ჯოჯუამ პარტიის ყრილობა სექტემბერში შიდა წესდების დარღვევით მთავარი კომიტეტის გაფრთხილების გარეშე დანიშნა, სადაც მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი ჩაიბარა.

ამ გადაწვეტილებით ნინო ბურჯანაძის ბლოკს ჩამოერთვა დაფინანსების ნახევარი, რაც წელიწადში 300 ათას ლარზე მეტია, უფასო სარეკლამო დრო და დამკვირვებლების დაფინანსება არჩევნებზე.

სექტემბერში გამართული ყრილობის შედეგები, გრიგოლ ჯოჯუამ საჯარო რეესტრში პირველ ნოემბერს დაარეგისტრირა. პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის სამსახურმა პარტიას ძველი სახელი დაუბრუნდა.

მომხდარზე ნინო ბურჯანაძემ კონსულტაციები გიორგი კვირიკაშვილთან, იუსტიციის მინისტრთან, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელთან, უმრავლესობის წევრებთან დაიწყო. ბოლოს კი დადგინა, რომ საჯარო რეესტრის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის სამსახურს გიორგი კვირიკაშვილის ცოლის ხელმძღვანელობდა. სწორედ მანანა ცინცაძის ხელმოწერის შემდეგ ბურჯანაძემ პარტია დაკარგა.

“რაც საჭირო იყო, ყველაფერი ვუთხარი კვირიკაშვილს. ჯერჯერობით არანაირი რეაგირება მომხდარა”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“ქართული ოცნების“ წევრებისთვის ნინო ბურჯანაძის ბრალდებები გაუგებარია. მათი თქმით, ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ ინტერესი არ აქვთ.

ნინო ბურჯანაძის ბლოკი 2016 წლიდან 2 პარტიას მოიცავს “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „დემოკრატიულ მოძრაობას.“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბლოკმა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მოიპოვა, რის შედეგაც ბურჯანაძის ორივე პარტიაში თანაბარი რაოდენობის თანხა ირიცხებოდა, პარტიის ეკუთვნოდა უფასო სატელევიზიო რეკლამაც.

 

წყარო – რუსთავი 2

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *