ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთის ყიდვა უკვე 65 ლარად შეგიძლიათ

ბრიტანელი მომღერალი, ჯეიმს ბლანტი თბილისში 26 მაისს გამართავს კონცერტს.  გრანდიოზულ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე 65 ლარიდან იქნება შესაძლებელი.

26 მაისს, ჯეიმს ბლანტის კონცერტი Check in Georgia ფარგლებში იმართება.

ჯეიმს ბლანტი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრება და  დამოუკიდებლობის დღეს,  მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე იმღერებს. ის პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანია Black Pearl Live-ის მოწვევით ჩამოდის. მსმენელს შესაძლებლობა ექნება, ცოცხლად მოუსმინოს  საყვარელ ჰიტებს – “You’re Beautiful”, “Goodbye my lover”,  “Love Me Better”.  ღონისძიებაზე დასასწრებს ბილეთებს tkt.ge-ზე შეიძენთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *