რა გზას გადიან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფრის მისაღებად

“ნიუსრუმი” თავშესაფრის მაძიებელთა გზამკვლელს გთავაზობთ. მაგალითად, საფრანგეთში მფარველობის 3 სახე არსებობს : ლტოლვილის სტატუსი, შენაცვლებითი(სუბსიდიალური) მფარველობა და მოქალაქეობის არმქონე პირის (აპატრიდის) სტატუსი.

1.1. ლტოლვილის სტატუსი
ლტოლვილის სტატუსი გაიცემა 3 საფუძველზე :
• 1951 წ. 28 ივლისის ჟენევის კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ. ლტოლვილის
სტატუსი მიენიჭება ნებისმიერ პირს, « რომელიც საფუძვლიანი შიშის გამო შეიძლება, გახდეს
დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული
სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი
მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო
ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით » ;
• კონსტიტუციური თავშესაფარი, 1946 წლის კონსტიტუციის პრეამბულის მე-4 პუნქტის
თანახმად, მიენიჭება ნებისმიერ პირს « რომელიც ხდება დევნის მსხვერპლი
თავისუფლებისთვის საქმიანობის საფუძველზე » ;
• გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მანდატით, თუ თქვენ მან მოგანიჭათ
ლტოლვილის სტატუსი მისი დადგენილების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე.

1.2. შენაცვლებითი (სუბსიდიალური) მფარველობა
შენაცვლებითი მფარველობა მიენიჭება ნებისმიერ პირს ვინც ვერ აკმაყოფილებს
ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და ვისთვისაც არსებობს სერიოზული
დამაჯერებელი მიზეზები, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში :
• მას ელის სიკვდილით დასჯა ;
• მას ელის ტანჯვა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ;
• მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე შიდა ან საერთაშორისო კონფლიქტის ფონზე.

1.3. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი
1954 წლის 28 სექტემბრის ნიუ იორკის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის კონვენციის
შესახებ თანახმად მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი მიენიჭება ნებისმიერ პირს « ვისაც
არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს თავის მოქალაქედ ». ეს სტატუსი განსხვავდება წინა ორი,
ზემოთაღნიშნული მფარველობისგან და ეხება მხოლოდ მოქალაქეობის არმქონე პირს. იგი
არ ითვალისწინებს დევნის არსებობას. სტატუსი გაიცემა ოფისის (OFPRA) მიერ. მისი
გასაჩივრება შესაძლებელია ადმინისტრაციულ სასამართლოში.

ზემოთაღნიშნული მფარველობისგან განსხვავებით მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის
მაძებარს მისი თხოვნის განხილვის პერიოდში საფრანგეთის ტერიტორიაზე ყოფნის
უფლებას არ აქვს.

მის მოსათხოვნად უნდა მიმართოთ არა პრეფექტურას არამედ მიწეროთ OFPRA-ს. თხოვნაში
თქვენი სახელი, გვარი, მისამართი და მოთხოვნის მიზეზები უნდა ასახოთ.

OFPRA გამოგიგზავნით სათანადო ფორმულარს, რომელსაც შეავსებთ ინფორმაციით თუ
რატომ მიგაჩნიათ, რომ არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ გეკუთვნით. ფორმულარს ხელს
მოაწერთ და 2 ფოტო-სურათს, სამგზავრო საბუთს, დაბადების მოწმობას და ვადიან
პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლს დაურთავთ. აუცილებელია საბუთები OFPRAს
დაკვეთილი წერილით (lettre recommandée avec accusé de réception) გაუგზავნოთ.

OFPRA გასაუბრებაზე დაგიბარებთ. თავშესაფრის მაძიებლისგან განსხვავებით, თქვენ არ
გაქვთ ვექილის ან სხვა დამხმარე პირის თანხლებით გამოცხადების უფლება.
გასაუბრება თქვენთვის გასაგებ ენაზე ჩაგიტარდებათ.

OFPRA თავის გადაწყვეტილებას დაკვეთილი წერილის მეშვეობით გაცნობებთ.
თუ OFPRA-მ მოგანიჭათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, თქვენ მოგეცემათ სხვა
მფარველობიდან გამომდინარე ანალოგიური უფლებები (იხილეთ პუნქტი 7). მათ შორის
პირადობის და სამგზავრო საბუთების მიღება და ნორმალური ოჯახური ცხოვრების
წარმართვის უფლება.

თუ OPFRA უარყოფს თქვენს თხოვნას, თქვენ შეგეძლებათ გაასაჩივროთ უარი თქვენი
ადგილმდებარეობის ადმისტრაციულ სასამართლოში უარის მიღებიდან 2 თვის
განმავლობაში.

საჩივარს არ აქვს გადაწყვეტილების დროებითი შეჩერების ძალა. თქვენ შესაძლებელია
მოგეთხოვოთ საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება მიუხედავად საჩივრის განხილვისა.

2. პროცედურაზე დაშვება და ტეროტორიაზე
დარჩენის უფლება

თუ გსურთ საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნა, თქვენ უნდა მიმართოთ OFPRA-ს.
თავშესაფრის მოთხოვნა შესაძლებელია საფრანგეთის ტერიტორიაზე კანონიერად და ასევე
უკანონოდ ყოფნისას.

ვიზის ფლობის შემთხვევაში სასურველია თავშესაფრის მოთხოვნა ვიზის მოქმედების ვადის
ამოწურვამდე.

OFPRA-ში მოთხოვნის გაგზავნამდე საჭიროა დარეგისტრირდეთ ერთიან მიმღებ პუნქტში,
რომელზეც დამოკიდებული ბრძანდებით (იხილეთ პუნქტი 4).

პრეფექტურის მიერ თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემოწმების შემდეგ თქვენს
პირად მდგომარეობას OFII განიხილავს. პირობების შესრულებისთანავე თქვენ
გადმოგეცემათ თავშესაფრის მოთხოვნის დამადასტურებელი 1 თვიანი საბუთი, რომელიც
ტერიტორიაზე დარჩენის ულებას მოგცემთ.

საფრანგეთის გარდა თქვენი მოთხოვნის პასუხისმგებელი სხვა ქვეყანა შეიძლება იყოს თუ
მაგალითად:

• სხვა ქვეყანამ გასცა თქვენზე ან პირადობის საბუთი ან ვიზა ;
• თუ დადგინდა, რომ უკანონოდ გადმოკვეთეთ, ჰაერით, ზღვით, ხმელეთით, სხვა ქვეყნის
საზღვარი ;

• თუ თქვენ ევროკავშირის ტერიტორიაზე იმ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით მოხვდით,
რომელთანაც თქვენ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ;

• თუ თქვენ მოთხოვნილი გაქვთ თავშესაფარი რომელიმე სხვა ევროკავშირის ქვეყანაში.
სხვა ქვეყნის პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში, პრეფექტურა მასთან იწყებს თქვენი
გადამისამართების შესახებ მოლაპარაკებებს.

თქვენზე გაიცემა თავშესაფრის მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც მოგცემთ
საფრანგეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე.

გადამგზავრების ორაგანიზაციურ საკითხებს მოგვარება პრეფექტურის თანამშრომლებს
ეკისრებათ, რომლებიც გადმოგცემენ გადამგზავრების შესახებ გადაწყვეტილებას,
რომელშიც მითითებულლი იქნება თქვენი გადამგზავრების დეტალური ინფორმაცია. თქვენ
უფლება გაქვთ გაასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სასამართლოში 15
დღის განმავლობაში.

თუ თქვენი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვაზე პასუხისმგებლობას საფრანგეთი აიღებს,
პროცედურა ყვემოთ აღწერილი გზით წარიმართება (იხილეთ პუნქტი 2.2).

2.2. საფრანგეთის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება

როდესაც დადგინდება, რომ თქვენი მოთხოვნის განხილვაზე პასუხისმგებელი ქვეყანა
საფრანგეთია, თქვენ გადმოგეცემათ ერთ თვიანი თავშესაფრის მოთხოვნის
დამადასტურებელი საბუთი. პრეფექტურამ შესაძლებელია უარი განაცხადოს ამ საბუთის
გაცემაზე თუ :

• თქვენ ხელახლა ითხოვთ განმეორებით განხილვის (იხილეთ პუნქტი 3.4.) ;
• საბოლოოდ გადაწყდა თქვენი სამშობლოში ექსტრადიცია, თქვენი ევროპული მანდატის
ფარგლებში გადაცემა, ან თქვენი საერთაშორისო სისხლის სამართლის
სასამართლოსთვის გადაცემა.

ერთ თვიანი საბუთის გაცემის მერე 21 დღის განმავლობაში თქვენ უნდა გადასცეთ OFPRA-ს
თქვენი თქვშესაფრის მოთხოვნა (იხილეთ 3).

თუ თქვენს მიერ გაგზავნილი მოთხოვნა უნაკლოა, OFPRA ამას წერილობით გიდასტურებთ.
წერილი პრეფექტურას უნდა წარუდგინოთ, რათა გაგირძელდეთ ერთ თვიანი საბუთი.
ეს საბუთი გიგრძელდებათ მანამ სანამ OFPRA თქვენს თხოვნაზე უარს არ განაცხადებს, ან
სანამ, CNDA-ში საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სასამართლო თავის განაჩენს არ გაცნობებთ
(იხილეთ პუნქტი 3.2).

საბუთის ყოველი გაგრძელებისას თქვენ მოგეთხოვებათ რიგი საბუთების წარდგენა, მათ
შორის საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთისა და თქვენი მიმღები
სტუქტურისა.

პირველად განახლებული საბუთის ვადაა 9 თვე ჩვეულებრივი პროცედურით, დაჩქარებული
პროცედურით კი 6 თვე.

შემდგომში, განახლებული საბუთის ვადაა 6 თვე ჩვეულებრივი პროცედურით, დაჩქარებული
პროცედურით კი 3 თვე.

სხვა ქვეყნის პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში პირველი გაცემული საბუთის ვადაა 1
თვე, განახლებულის კი 4 თვე. (იხილეთ პუნქტი 2.1).

ყურადღება: თავშესაფრის მოთხოვნის დამადასტურებელი მოწმობა არ გაძლევთ სხვა
ევროკავშირის ქვეყნებში მოძრაობის უფლებას.
პრეფექტურას უფლება აქვს ჩამოგართვათ, ან არ გაგიგრძელოთ თავშესაფრის მოთხოვნის
საბუთი თუ :

• OFPRA-მ განაცხადა თქვენი მოთხოვნის მიუღებლობა (იხილეთ პუნქტი 3.3.) ;
• თქვენ აცნობეთ OFPRA-ს თქვენი მოთხოვნის შეჩერების სურვილი (იხილეთ პუნქტი 3.3.) ;
• OFPRA-მ დახურა თქვენი საქმე და თქვენ არ მოითხოვეთ მისი ხელახალი გახსნა (იხილეთ
პუნქტი 3.3.) ;

• თქვენ მოითხოვეთ მეორადი განხილვა, რომლის ერთადერთი მიზანი ტერიტორიაზე
დარჩენა იყო (იხილეთ პუნქტი 3.4.) ;

• თქვენ ითხოვთ ხელახალ მეორად განხილვას (იხილეთ პუნქტი 3.4.) ;
• საბოლოოდ გადაწყდა თქვენი სამშობლოში ექსტრადიცია, თქვენი ევროპული მანდატის
ფარგლებში გადაცემა, ან თქვენი საერთაშორისო სისხლის სამართლის
სასამართლოსთვის გადაცემა.
ამ შემთხვევაში თქვენ გევალებათ საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება.

3. თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის
პირობები

3.1. საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა მფარველობის ოფისის (OFPRA) მიერ საქმის განხილვა
პრეფექტურამ თქვენ თავშესაფრის მოთხოვნის დამადასტურებელ საბუთთან ერთად
შესავსები და OFPRA-ში გასაგზავნი ფორმულარი გადმოგცათ.

მოთხოვნაში არ უთითებთ რა სახის მფარველობას ითხოვთ, ლტოლვილის სტატუსს თუ
შენაცვლებით მფარველობას. თქვენი მოთხოვნა შეისწავლება ლტოლვილის სტატუსის
კუთხით, შემდეგ კი, თუ თქვენი სიტუაცია მის პირობებს არ აკმაყოფილებს, იგი შეისწავლება
შენაცვლებითი მფარველობის კუთხით.

თუკი OFPRA არ განიჭებთ მფარველობას, უფლება გაქვთ გაასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება
ლტოლვილთა ეროვნულ სასამართლოში – CNDA (იხილეთ პუნქტი 3.2). თქვენ ასევე
შეგიძლიათ გაასაჩივროთ იმავე სასამართლოში OFPRA-ის გადაწყვეტილება შენაცვლებითი
მფარველობის მონიჭების შესახებ.
თქვენს განაცხადში არსებულლი ინფორმაცია არავითარ შემთხვევაში არ იქნება
გასაჯაროებული. იგი არ გადაეცემა თქვენს სამშობლოს.

ოფისის სათანადო ფორმულარის შევსება

ფორმულარი უნდა იყოს შევსებული ფრანგულ ენაზე. მას თან უნდა ერთოდეს თავშესაფრის
მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, 2 ფოტო-სურათი და სამგზავრო საბუთი. ამ
საბუთების წარდგენა აუცილებელია თქვენი მოთხოვნის რეგისტრაციისთვის.
n ოფისში საქმის გადაგზავნა

უნაკლოდ შეკრებილი საქმე უნდა გადაიგზავნოს ფოსტით ქვემოთ მითეთებულ მისამართზე
პირველი თავშესაფრის მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთის გაცემიდან 21 დღის
განმავლობაში.

თუ თქვენი საბუთის გაცემის თარიღი 10 იანვარია, OFPRA-ში გაგზავნის ვადა ამოიწურება 31
იანვარს. ფოსტის ბეჭედი დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნევა.

გირჩევთ თქვენი წერილი დაკვეთით გააგზავნოთ და გარკვევით დააწეროთ თქვენი გვარი და
სახელი გამგზავნის გრაფაში.

თუკი თქვენი საქმეს საბუთი ან ინფორმაცია დააკლდა, OFPRA მას უკან გიგზავნით. გეძლევათ
მისი შევსებისთვის და გაგზავნისთვის დამატებითი 8 დღე. თუკი გაგზავნა არ მოხდა 8 დღეში,
OFPRA დახურავს თქვენს საქმეს და საბუთი აღარ გაგიგრძელდებათ.

თქვენ შეგიძლიათ OFPRA-ს პროცედურის ნებისმიერ მომენტში მიაწოდოთ დამატებითი
საბუთები. წერილში მიუთითეთ თქვენი რეგისტრაციის ნომერი. მისამართის შეცვლის
შემთხვევაში, გირჩევთ აცნობოთ OFPRA-ს უმოკლეს ვადებში. OFPRA გასაუბრებაზე
დაბარებას და თქვენს გადაწყვეტილებას მის მიერ ცნობილ მისამართზე გამოგიგზავნით.
შეინახეთ ოფისთან მიმოწერის ასლები და ფოსტით სარგებლობის მტკიცებულებანი.

ოფისის მიერ საქმის მიღების შესახებ საბუთის გაცემა

თქვენი საქმე OFPRA-ს უნაკლოდ მიუვიდა. იგი გიგზავნით საქმის განხილვაში მიღების
წერილს და განიჭებთ საქმის მიღების ნომერს. ამ წერილის მეშვეობით შეგეძლებათ თქვენი
საბუთი პრეფექტურაში განაახლოთ.

მოთხოვნის ჩვეულებრივი ან დაჩქარებული პროცედურით განხილვა

თქვენი მოთხოვნა განიხილება ან ჩვეულებრივი, ან დაჩქარებული პროცედურით.
დაჩქარებული პროცედურით განხილვის ვადა 15 დღეა. OFPRA-მ შეიძლება შეცვალოს
პროცედურა თუ ამას თქვენი საქმე ან პირადი მდგომარეობა მოითხოვს.
დაჩქარებული პროცედურით განხილვა იწყება ერთიანი მიმღები პუნქტიდან და OFPRA-ში
გრძელდება. (იხილეთ პუნქტი 4.1).

OFPRA მიმართავს დაჩქარებულ პროცედურას როდესაც :
• თქვენს მიერ წარდგენილი საბუთები ან ინფორმაცია ყალბია ;
• თქვენ თავშესაფარი უკვე გაქვთ მოთხოვნილი სხვა პირადობით ;
• თქვენს მოთხოვნაში არ არსებულია მფარველობის საჭიროებასთან კავშირის მქონე
ინფორმაცია ;
• თქვენს მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ არის თანმიმდევრული, მოდის
წინააღმდეგობაში თავის თავთან, ყალბია ან თქვენს სამშობლოში ცნობილ მდგომარეობას
არ შეესაბამება.
საქმის დაჩქარებული პროცედურით წარმოების გასაჩივრების შესაძლებლობა CNDA-ს
წინაშე მოგეცემათ.
n ოფისში გასაუბრება
თქვენი მოთხოვნის რეგისტრაციის შემდეგ თქვენ გასაუბრებაზე გამოძახება მოგივათ.
გასაუბრებიდან განთავისუფლებული ხართ თუ :
• თქვენს მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს OFPRA-ს და მან გადაწყვიტა
თქვენთვის მფარველობის მონიჭება ;
• თუ გამოცხადებაში თქვენი ჯანმრთელობა გიშლით ხელს.

გასაუბრებაზე OFPRA-ს ოფისში, Fontenay-sous-Bois-ში უნდა გამოცხადდეთ. გასაუბრება
ჩაგიტარდებათ იმ ენაზე, რომელიც ფორმულარში მიუთითეთ.

გამოუცხადებლობის შემთხვევაში აუცილებელია ოფისს 48 საათის განმავლობაში
გააგებინოთ. წინაარმდეგ შემთხვევაში ამან შესაძლოა თქვენს საქმეზე უარყოფითად
იმოქმედოს.

გასაუბრებაზე თქვენ შეგიძლიათ დაისწროთ ან ვექილი, ან ასოციაციის წარმომადგენელი,
რომელიც გასაუბრების დამთავრების მერე წარადგენს შემჩნევებს. გასაუბრება არ გადაიდება
თუ თქვენი თანდამსწრე დაიგვიანებს ან არ მოვა.

თუ სხვა სქესის თარჯიმანთან უფრო ლაღად იგრძნობთ თავს, შეგიძლიათ იგი ოფისს
მოსთხოვოთ.

გასაუბრება კონფიდენციალურია. იგი ჩაიწერება ოქმად და ხმად. ოქმის მოთხოვნა
შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვეულებრივი პროცედურის დროს და
გადაწყვეტილებასთან ერთად, დაჩქარებული პროცედურის დროს. ხმოვანი ჩანაწერი
შეიძლება გადმოგეცეთ OFPRA-ის მიერ უარის თქმის და უკანასკნელის გასაჩივრების
შემთხვევაში.
ü კონფერენც-გასაუბრება
შესაძლოა გეოგრაფიული სიშორის გამო გასაუბრება მანძილზე, ვიდეო კონფერენციით
ჩაგიტარდეთ. ამ შემთხვევაში ვექილი ან ასოციაციის წარმომადგენელი თქვენს გვერდით
იქნება, თარჯიმანი კი ოფისში. არსებობს გადამცემი პლატფორმა გუადალუპაში, საიდანაც
იქნება მოსმენილი თქვენი საქმე.

ოფისის გადაწყვეტილება

ვადები ოფისის გადაწყვეტილების მიღების ვადები სხვადასხვაა (15 დღიდან დაჩქარებული
პროცედურისთვის, რემდენიმე კვირამდე ჩვეულებრივი პროცედურისთვის).

ოფისის მხრიდან ხანგრძლივი დუმილი არ ნიშნავს თვენი განცხადების უარყოფას. თუ ოფისმა 6
თვის განმავლობაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება თქვენს მოთხოვნაზე, იგი გაცნობებთ
ამის შესახებ ფოსტით. იყავით ყურადღებით და ხშირად შეამოწმეთ ფოსტა.
თუ თქვენი მოთხოვნა თავშესაფარზე თქვენს სასარგებლოდ გადაწყდა :
– ოფისი ლტოლვილად გცნობთ და გადაწყვეტილებას დაკვეთილი წერილის
მეშვეობით გაცნობთ.
– ან ისარგებლებთ შენაცვლებითი მფარველობით. ოფისი გადაწყვეტილებას
დაკვეთილი წერილის მეშვეობით გაცნობთ.

თუ თქვენ მიიღეთ უარი თავშესაფრის მოთხოვნაზე

ოფისი გამოგიგზავნით უარის გადაწყვეტილებას ფრანგულ ენაზე ან იმ ენაზე, რომელზეც
თქვენ ლაპარაკობთ. იქ მითითებული იქნება გადაწყვეტილების მიზეზები. უარის
გადაწყვეტილებას თან დაერთვის გასაუბრების ასლი. თქვენ შეგიძლიქთ გაასაჩივროთ უარი
სასამართლოში CNDA.

იურიდიული დახმარება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 15 დღის განმავლობაში
მოითხოვეთ. სასამართლოში სარჩელის 1 თვეში არ შეტანის შემთხვევაში იძულებული იქნებით დატოვოთ
საფრანგეთი.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *