აფეთქებას ქაბულში ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

ქაბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ჟურნალისტი, საბავუნ კაკარი, რომელიც მძიმედ დაიჭრა ავღანეთის მშენებლობის სამინისტროსთან 30 აპრილს მომხდარი აფეთქებისას. ადგილზე დაიღუპა რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი, აბადულა ჰანანზაი და მოჰარამ დურანი. დაღუპულია მედიასაშუალებების კიდევ 5 წარმომადგენელი, მათ შორის სააგენტო “ფრანს-პრესის“ ფოტოკორესპონდენტი შახ მარაი. სულ დაიღუპა მინუმუმ 29 ადამიანი და 45 დაიჭრა. ქაბულის ცენტრში ორმა თვითმკვლელმა დაახლოებით 20 წუთის ინტერვალით თავი აიფეთქა ჯერ ავღანეთის დაზვერვის სამსახურის, შემდეგ კი ურბანული განვითარების და მშენებლობის სამინისტროს შენობებთან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ.“

რადიო თავისუფლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *