“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი და სხვა წევრები ტოვებენ

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობა ასეთია – ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. შემადგენლობა მ მედიას პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააცნო.

მისივე თქმით,  საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ.

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა.

პოლიტსაბჭოში აღარ იქნებიან: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ირაკლი სესიაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ნოდარ ხადური, თემურ ჭკუასელი, ირინა ფრუიძე, აკაკი ზოიძე, რომან კაკულია, დავით კოღუაშვილი და ზვიად გონაძე.

ცვლილებები პარტიაში მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას მოჰყვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *