“შენ რაღა დაგემართა ინგა…ეს არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა”-გიორგი მარგველაშვილი ინგა გრიგოლიას

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის რომ დებატები იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა და რას ნიშნავს დებატი, ძალიან მარტივი გასაგებია. ასე უპასუხა პრეზიდენტმა მისი მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს, რომ მან პარლამენტში გამოსვლისას რეგლამენტის დარღვევა მოინდომა.

“ჩემთვის რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ პარლამენტში სიტყვა შემაწყვეტინეს. ეს არის შეურაცხყოფა პრეზიდენტის და სიტყვის თავისუფლების”,-აღნიშნა პრეზიენტმა.

კითხვაზე, რატომ არ დააჭირა ღილაკს ხელი და ჩაერთო დისკუსიაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასე გააკეთა, თუმცა კობახიძემ შეაწყვეტინა.

“მივაჭირე-მეთქი, შენ რაღა დაგემართა ინგა. 5-ჯერ ავხსენი უკვე”, -უპასუხა მარგველაშვილმა ინგა გრიგოლიას, გადაცემა რეაქციაში.

“არ მაპასუხებინეს და რა მექნა?!”,-აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელმაც გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვა საკანონმდებლო ორგანო. მარგველაშვილმა დაამატა, რომ ამტყდარი აჟიოტაჟი არის კომედია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *