იუსტიციის მინისტრი პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს აკისრებს

იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანი შეწყალების საკითხზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს.

“როგორიც არ უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მოქალაქეობაზე, პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. როგორიც არ უნდა იყოს ეკა ბესელიას ან სხვა დეპუტატის შუამდგომლობა, პრეზიდენტი არის ის ერთადერთი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ის ერთადერთი, ვინც პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე, მათ შორის მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

შეწყალებაზე მე ბევრი ვისაუბრე. მაქვს კითხვის ნიშნები, როგორ მოხდა შეწყალების წესში პრეზიდენტის მიერ, მისივე აქტში ცვლილებების შეტანა იმისთვის, რომ კორუფციასთან შემხებლობაში მყოფი პატიმრები უფრო ადვილად იქნენ მის მიერ შეწყალებულნი. მან ეს წესი გაიმარტივა და რატომ, ამაზე არის კითხვა და პასუხი მაინტერესებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ვინ რამდენჯერ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას პატიმართა შეწყალების საკითხზე გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციიდან არასამთავრობო ორგანიზაცია On.ge-მ ოფიციალური დოკუმენტაცია გამოითხოვა.

საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შესაბამისი წერილით ყველაზე მეტჯერ ეკა ბესელიამ მიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მიერ მიწერილი 608 წერილი ინდივიდუალური იყო, ერთი კი – ზაზა პაპუაშვილთან და გედევან ფოფხაძესთანერთად. წერილები 2012-2016 წლებშია გაგზავნილი.

ეკა ბესელიამ „კურიერთან“ ინტერვიუში დააზუსტა, რომ გადაგზავნილია არა 600, არამედ 900 წერილი. უკლებლივ ყველა წერილი, რომელიც კომიტეტში შედის, შეწყალების კომისიაში იგზავნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *