ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში – საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე.

 “იმდენად მძიმე განცხადებები მოვისმინეთ პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარისაგან პრეზიდენტის მისამართით, რომ ლოგიკურია, ამას მოჰყვეს შესაბამისი პროცედურები – დაიწყოს საქმის წარმოება და საზოგადოებას გაეცეს პასუხი.

როცა საუბარია კორუფციაში ბრალდებაზე და პრეზიდენტის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების მიზანმიმართულ ნგრევაზე – ამის შესახებ უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები და საერთაშორისო და ქართულ საზოგადოებას გავცეთ პასუხი გვაქვს თუ არა ასეთ რამესთან საქმე.

ეს განცხადებები ძალიან დიდი ხიფათის შემცველია და თუ ასეთი რამ რეალობაში ხდება ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს და მის იმიჯს. ამიტომ დაუყოვნებლივ, ბატონი თავმჯდომარე უნდა მივიდეს პროკურატურაში და რა ინფორმაციას ფლობს ამის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენოს შესაბამისი ორგანოები  და მათ დაიწყონ სათანადო პროცესი საქმის გასარკვევად“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *