მეუფე ანდრია ოკუპირებული აძვის ტაძარში წირვას ვეღარ აღავლენს

წელს მეჯვრისხევში ჩატარდება მსახურება და შემდეგ მეუფე აძვის მოსახლეობას შეხვდება.

ოკუპირებული ცხინვალის მედია წერს, რომ 6 მაისს სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება, რათა რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა ტაძრამდე მისვლა ვერ შეძლონ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი დაიკეტება 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 8:00 საათამდე.

ხვალ, 6 მაისს საქართველოში გიორგობაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *