დედა სიდონიას და დედა ანას სამკაულების კოლექცია შეიქმნა

დედა სიდონიამ დედა ანასთან ერთად სამკაულების კოლექცია გააკეთა. ხის სამკაულის ფერადოვნება დედა ანას, ხოლო ქართული ტრადიციული ტექნიკით ნაქარგობა დედა სიდონიას ეკუთვნის. მათი მიზანი კი ერთია, ვინც სამკაულს შეეხება დადებითი ენერგიის დაიმუხტოს. ამის შესახებ რუსთავი 2 წერს.

ამავე წყაროს თანახმად, დედა სიდონიამ სუხიშვილების მოცეკვავეებს ახალი სამკაულები პირველი მოარგო.

ახალი კოლექცია მოდის ცნობილმა ექსპერტმა, გოშა რასტავშიკოვმა შეაფასა. ის დედა სიდონიას პირველად შეხვდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, მონაზონის სამკაული მის ყურადღებას იქცევს.

კოლექციას სასტუმრო ზიფი პალასში 11 მაისს გამოფენენ. დედა სიდონიას სურს, რომ ექსპოზიციის შემდეგ წინანდალში, მამის სახლის ნაკვეთზე სახელოსნო გააკეთოს, სადაც ყველა მისი ნამუშევარი თავს მოიყრის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *