მოკლული ბიზნესმენის შვილი აცხადებს, რომ დაქირავებული მკვლელი მის მოკვლას ცდილობდა

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილი აცხადებს, რომ დაქირავებული მკვლელი მის მოკვლასაც შეეცედა.

რუსთავი 2 – თან მიხეილ ხარძიანი აცხადებს, რომ მამის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში მოპედით საეჭვო პიროვნება მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა და ავტომობილით გადაადგილებისას საავარიო სიტუაცია შეუქმნა.

სამართალდამცავი უწყების პოზიცია ჯერ არ გავრცელებულა.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის 28 მარტს ესროლეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *