შემოსულია უცნობი ნივთიერებებით დაბინძურებული ნარკოტიკული საშუალებები – ორგანიზაცია “თეთრი ხმაურის” განცხადება

მოძრაობა “თეთრი ხმაური” საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“შემოსულია უცნობი ნივთიერებებით დაბინძურებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა მოხმარებაც ლეტალურად მთავრდება. “თეთრი ხმაური“ თითოეულ გარდაცვლილზე სრულ სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მანამდე კი მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ “მეფედრონია” ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებ არის დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს იყოს ბიო-ჰეროინი/ფენტალინი)“, – წერია მოძრაობის ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *