სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს  

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამერიკულ ტელეარხ CBS-ის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით დაშვებული უპასუხისმგებლო შეცდომა გამოასწორონ.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, CBS -ის არხზე გასული სერიალის – „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ ახალ სერიაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია – ე.წ. სამხრეთ ოსეთი, წარმოდგენილია, როგორც რუსეთის პროვინცია.

პრეზიდენტის შეფასებით, ასეთი შეცდომა აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლობაა.

“მოვუწოდებთ CBS-ს და შოუს სცენარისტებს, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო შესწორებები შეიტანონ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *