ონლაინგამოცემა “ნიუსრუმი“ 2025 წელს დაარსდა. ჩვენ შემოგთავაზებთ მხოლოდ ექსკლუზიურ მასალებს. “ნიუსრუმის“ რესპონდენტები არიან დიპლომატები, ექსპერტები, საერთაშორისო და შიდა აქტორები. გამოცემის ფოკუსშია მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები.
საერთაშორისო დეპარტამენტი „ნიუსრუმის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულებას დაფარავს, მათ შორის, საქართველოს საკითხებს საერთაშორისო კონტექსტში – ქვეყნის სატრანზიტო როლზე აქცენტით; შესაძლებლობაზე, რომ ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი.
„ნიუსრუმის“ პრიორიტეტული ერთეულია Fact-Check-ი, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა.
ჩვენი მედიაპლატფორმა სტატიებს სანდო და თავისუფალი მედიის პრინციპებზე დაყრდნობით გაავრცელებს.